среда, 14 октября 2009 г.

შიდსი, აივ-ინფექცია


პროექტის სახელი: აივ ინფექცია

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადების წარმოშობის ისტორიას, გავრცელების გზებსა და მკურნალობის საშუალებებსა და ხერხებს. პროექტის ძირითადი მიზანია აივ ინფექციის პროფილაქტიკა(პრევენცია).

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები პროექტის მანძილზე გაეცნობიან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელებული დაავადების ისტორიას.მოიძიებენ ინფორმაციას დაავადების შესახებ, გამოიკვლევენ თუ როგორ იცვლება დროსთან ერთად დაავადების გავრცელების მაშტაბი და გავრცელების არეალი.შეისწავლიან დაავადებისაგან თავდაცვის გზებსა და საშუალებებს.

მონაწილეთა ასაკი: 15-16 წლის

ვადები/დრო: 2009წლის ნოემბერ-დეკემბერი;2010წლის იანვარი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დაგეგმავენ პროექტის გარშემო საქმიანობას.ექნებათ საშუალება შეხვდნენ და ესაუბრონ ექიმებს, რომლებიც მუშაობენ შიდსის კვლევისა და მკურნალობის ცენტრში. გაეცნობიან უკანასკნელ მიღწევებს დაავადების მკურნალობისა და კვლევის სფეროში. შეკრებენ ცნობებს საქართველოში ამ საშიში დაავადების გავრცელების დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის მოძიება,დახარისხება,შეხვედრები ექიმებთან-ინტერვიუ,პლაკატების დამზადება,ისტ-ის გამოყენება.

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გათვითცნობიერებული ექნებათ შიდსის დაავადების ისტორია. ექნებათ მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა დაავადების გავრცელების შესაძლო გზებზე და ასევე ამ დაავადებისაგან თავდაცვის(პრევენციის) შესახებ.გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს(პლაკატები,ნახატები)შიდსის თემაზე.დაეხმარებიან შიდსის საწინააღმდეგო ცენტრს დაავადების პრევენციის ბუკლეტების გავრცელებაში. შეადგენენ მოკლე ლექსიკონს დაავადების გარშემო.

სასარგებლო სხვებისთვის: დაეხმარებიან შიდსის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას გაავრცელონ სკოლაში შიდსის პრევენციის შინაარსის ბუკლეტებს. გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს თავიანთ ცოდნას შიდსის დაავადების შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: სამოქალაქო აღზრდა, ბიოლოგია

მონაწილეები სხვა სკოლიდან:62-ე საჯარო სკოლა 15-16 წლის მოსწავლეები

პროექტის ფასილიტატორის სახელი

ინგა დარჩია 161-ე საჯარო სკოლა

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა

Inga.darchia77@gmail.com

პროექტის ფორუმი: